ევროკავშირის ქვეყნებში ზღვის, ტბისა და მდინარის პლაჟებზე წყლის ხარისხი უმჯობესდება - ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ ევროკავშირში შემოწმებული საბანაო ადგილების 96% აკმაყოფილებდა მინიმალურ სტანდარტებს და მათგან თითქმის 85%-მა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ყოველწლიური ანგარიშისთვის სააგენტომ შეისწავლა მონაცემები ევროკავშირის 27 ქვეყანაში ზღვებთან, ტბებთან და მდინარეებთან ახლოს მდებარე 22 000-ზე მეტი პლაჟიდან.
საუკეთესო შედეგები კვიპროსმა და საბერძნეთმა აჩვენეს, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, ავსტრია, ლუქსემბურგი და დანია. ამ ქვეყნებში წყლის ხარისხი განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა.