ამერიკულმა კომპანია Apple Inc.-მა გაზარდა ფასები თავის პროდუქტებზე, მათ შორის MacBook ლეპტოპებზე და iPad პლანშეტებზე მეხსიერების ჩიპების დეფიციტის ფონზე მათზე ხარჯების ზრდის გამო.

დაგეგმილი ფასების ზრდის შესახებ Apple-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა  ადრე The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა. WSJ-ის წყაროების ცნობით, კომპანია ყოველწლიურად 10-13 მილიარდ დოლარს ხარჯავს ოპერატიულ მეხსიერებისა და მუდმივ, ანუ ე.წ. შიდა მეხსიერების ჩიპებზე.

MacBook Air-ის ფასი ახლა 1,099 დოლარიდან 1,299 დოლარი იქნება, ბიუჯეტური MacBook Neo-ს ფასი 599 დოლარიდან 699 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო MacBook Pro-ს ფასი 1,699 დოლარიდან 1,999 დოლარი იქნება. ყველაზე იაფი 11 დუიმიანი ეკრანის მქონე iPad Pro პლანშეტი 1,199 დოლარი ეღირება (ადრე 999 დოლარი), iPad Air - 749 დოლარი (ადრე 599 დოლარი).

ვრცლად interfax – ზე