უკრაინული დრონების თავდასხმების გამო რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა NORSI დაიხურა.

როიტერსისინფორმაციით, გადამამუშავებელი ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში, მოსკოვიდან აღმოსავლეთით 450 კილომეტრში მდებარეობს და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Lukoil-ის საკუთრებაშია. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად გადამამუშავებელი ქარხნის მთავარი გადამამუშავებელი ბლოკი დაზიანდა.

ცნობისთვის, NORSI-ს წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავების და დაახლოებით ხუთი მილიონი ტონა ბენზინის, ხუთ მილიონ ტონაზე მეტი დიზელის საწვავის და ორი მილიონი ტონა მაზუთის წარმოების შესაძლებლობა აქვს.

1tv.ge