„UFC“-ის ტურნირი შესაძლოა 2027 წელს უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და საქართველოში ჩატარდეს, - განუცხადა TASS-ს წყარომ.

„უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. ორგანიზაციის ტურნირი, ასევე ქვეყანაში Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილეს. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყაზახეთში, ყირგიზეთსა და საქართველოში ტურნირებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ.

UFC-ის ტურნირი სამჯერ ჩატარდა რუსეთში და ერთხელ აზერბაიჯანში.