„სამშენებლო სექტორში არსებული რეგულაციები საბოლოოდ მომხმარებელს აწვება და იწვევს უძრავი ქონების ფასების ზრდას“, - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას დეველოპერული კომპანია „ტეტრისის“ დირექტორმა დავით ფანჯაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა რეგულაციებისა, სამშენებლო სექტორში არსებული ჯარიმებიც მოქმედებს უძრავი ქონების ფასებზე, რისი დასტურიც ბოლო პერიოდში მიუხედავად უძრავი ქონების მიწოდების ზრდისა, ფასების მატებაცაა.

ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი რეგულაცია, რომელიც თითქოს მიმართულია სამშენებლო პროცესის მეტი ზედამხედველობისა და უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფისთვის საბოლოოდ აწვება მომხმარებელს ანუ მყიდველს. სწორედ ამის გამოა, რომ ბოლო პერიოდში მიუხედავად ბაზარზე უძრავი ქონების მიწოდების მასშტაბური ზრდისა, ფასები მაინც იმატებს გასაყიდ ბინებზე. მაგალითად, ვაკის ცენტრალურ უბნებში ფასმა ლამის 5 000 დოლარსაც მიაღწია. არანაკლები ზრდის ტემპია ფასების ისეთ უბნებზე, როგორებიცაა, ვარკეთილის დასახლება, დიდი დიღომი და ა.შ. ეს ტენდენცია გრძელდება ახლაც“, - აცხადებს დავით ფანჯაკიძე.