დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის განმავლობაში მათ მხარდასაჭერად, „უსამართლოა“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

როგორც კალასმა აღნიშნა, ევროპას რეგიონში არსებული სიტუაცია არ შეუქმნია და მაინც „ბევრ რამეს“ აკეთებს, მათ შორის რეგიონისთვის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფით, წითელი ზღვის დაცვით და ლიბანის მთავრობის მხარდაჭერით.

კალასმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, დიდწილად, არ დადგნენ ევროპის მხარეს, როდესაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ეს იყოს „ცალმხრივი ქუჩა“.

„ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად უსამართლოა. რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ, მაგრამ შემდეგ კითხვა ისმის, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი უსაფრთხოების თეატრი ევროპაში. ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი. ჩვენ არ გვინახავს ყურის ქვეყნების დახმარება იქ, ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა… ასე რომ, თუ ჩვენ ერთად ვიქნებოდით ამაში, ისევე როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები აშკარად ერთად არიან, მაშინ ჩვენც ბევრად ძლიერები ვიქნებოდით“, – აღნიშნა კაია კალასმა.