უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ განცხადება გააკეთა.
ორბანის თქმით, მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და შემდეგ – ძალით გამყარებული.
„ევროპას თუ ნამდვილი მშვიდობა სურს, მისი საომარი გეგმები უნდა გაუქმდეს და ყველაფერი თავიდან უნდა გადაიხედოს. მშვიდობა უნდა იყოს მიღწეული და ის ძალით უნდა იყოს გამყარებული. დროა, ევროპამ საღი აზრის გზა აირჩიოს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.