ამ წუთებში, პროტესტია კომპანია "სფერო ჰოლდინგის" ოფისთან - ადგილზე იმყოფებიან ის მოქალაქეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თაღლითური სქემით დაზარალდნენ და ფულის დაბრუნებას ითხოვენ.

საქმე ბინების გირავნობას ეხება - დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხები კომპანიაში დააბანდეს, რომელიც მათ გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა.

სქემის მიხედვით, „სფერო ჰოლდინგი“ მოქალაქეებისთვის ბინებს ქირაობდა, თანხა თავად უნდა გადაეხადა მეპატრონეებისთვის, ხოლო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ინვესტორებისთვის ფული უკან უნდა დაებრუნებინა. ვადა ამოიწურა, თუმცა ფული არ დაბრუნდა.

დაზარალებულთა მტკიცებით, საქმე „საუკუნის ძარცვას“ ეხება. მათი თქმით, „სფერო ჰოლდინგმა“ ნდობის მოსაპოვებლად სარეკლამო კამპანიაში ცნობილ სახეებიც კი გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ პირამიდული სქემა ჩამოინგრა და 300-მდე ოჯახი უმწეოდ დარჩა.

რომ გავიგე ამ კომპანიის არსებობა, ათასჯერ მოვედი აქამდე, ვთხოვე, ვუთხარი, რომ ვარ მომაკვდავი, ონკოლოგიური ავადმყოფი, ჩამოსული ვარ თურქეთიდან, ერთი კაპიკი არ გამაჩნია და ნუ დამღუპავთ-მეთქი,  თუ რაიმე იქნება საეჭვო, არ გამაყიდინოთ ერთადერთი მამაპაპისეული სახლი და არ ჩამადებინოთ ფული-თქო, იმიტომ რომ დასაწოლი არ მაქვს-თქო. გამაყიდინეს, ჩამადებინე სთანხა და დღეს ერთი კაპიკი არ გამაჩნია. პენსიაც გამოტანილი, ისღა დამრჩა თავი მოვიკლა", - ამბობს დაზარალებული. 

tvpirveli.ge