აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრა, შესაძლოა, აზიაში შედგეს, დონალდ ტრამპის დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში.
როგორც „სიენენს“ წყარო უყვება, ამ ეტაპზე შეხვედრისთვის მზადება არ დაწყებულა და არც ფხენიანთან ყოფილა პირდაპირი კომუნიკაცია.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ გამოთქვა