ევროპა ხანგრძლივი ენერგეტიკული შოკისთვის ემზადება, რადგან ოფიციალური პირები ახლო აღმოსავლეთის მიმდინარე ომის შედეგად გამოწვეულ გახანგრძლივებულ ენერგეტიკულ შოკს ელიან.
ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ენერგიის ფასები დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დარჩება.
„ეს ხანგრძლივი კრიზისი იქნება“, - თქვა მან და დასძინა, რომ ზოგიერთი უფრო კრიტიკული პროდუქტისთვის, მოსალოდნელია, რომ სიტუაცია მომდევნო კვირებში კიდევ უფრო გაუარესდება.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ჯერჯერობით არ იმყოფება მიწოდების კრიზისში და არ დგას საჭიროების წინაშე, რომ შეუზღუდოს მოქალქეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საწვავის მიწოდება. მისივე თქმით, ამავე დროს ბლოკი ამზადებს გეგმას ცუდი სცენარის შემთხვევისთვის და განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის საწვავის შეზღუდვას მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ნავთობის მარაგებიდან ბაზარზე დამატებითი რაოდენობის გაშვებას.