რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ორბანმა აღნიშნა, მან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გაუგზავნა, სადაც ევროპაში მშვიდობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპა ისტორიულ გარდამტეხ მომენტამდე მიიყვანა. პრეზიდენტი ტრამპი არ დანებდა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. ევროპა ახლა ორი არჩევანის წინაშეა. ჩვენ შეგვიძლია, ამ ჩიხიდან გამოვიდეთ და საბოლოოდ გავერთიანდეთ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის მხარდასაჭერად, ბრიუსელელი ბიუროკრატების ჩათვლით. ეს ომის მომხრე ლიდერებისგან მოითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ გასულ 3,5 წელიწადში მათ გაფლანგეს ევროპელების მიერ ნაშოვნი ფული იმ ომში, რომლის მოგებაც ბრძოლის ველზე შეუძლებელია.
მეორე გზა პირდაპირ ომში მიდის. თუ ევროპის ომის მომხრე ლიდერები გააგრძელებენ ფულისა და იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ისინი გზას გაუხსნიან ევროპისა და რუსეთის კონფლიქტს. ევროპამ კარგად იცის, თუ საით მიდის ეს გზა და შედეგები ტრაგიკულია. ეჭვგარეშეა, თუ რომელ გზას ირჩევს უნგრეთი – მშვიდობის გზას. ეს არის მანდატი, რომელიც უნგრელმა ხალხმა გვიბოძა და ეს არის ის, რასაც მორალი და საღი აზრი მოითხოვს. დღეს ამ სულისკვეთებით მე წერილს ვუგზავნი ევროკომისიის პრეზიდენტს“, – წერს ორბანი.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც, რობერტ ფიცოც, აკრიტიკებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს ევროკავშირის მხრიდან უკრაინის აღდგენაში 100 მილიარდის ინვესტიციის დაბანდებას ისე, რომ ევროკავშირს არაფერს ეკითხებიან“.