„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობების პირობებში, დედაქალაქში სუნთქვა შეუძლებელი ხდება. მისი მტკიცებით, თბილისს, ე.წ „განიავების დერეფნები“ წაართვეს, რის გამოც ჰაერი უკიდურესადაა დაბინძურებული.

გარემოსდამცველის განმარტებით, დედაქალაქ გამწვანება ისედაც არ ჰყოფნის და ახლა დარჩენილ ერთადერთ პატარა მონაკვეთს, კრწანისი პარკს, რომელიც ფაქტობრივად ქალაქის ფილტვებია, ვკარგავთ, რაც, ნინო ჩხობაძის განმარტებით, დაუშვებელია. მისივე მტკიცებით, ეს დერეფანი იცავს ქალაქს - თებერვლიდან დეკემბრამდე ქარი უბერავს რუსთავიდან აქეთ. ჩხობაძე ხაზს უსვამს, რომ რუსთავში ჰაერი ისედაც უკიდურესად მძიმეა და სწორედ ეს ერთადერთი ბუფერი აჩერებს.

ნინო ჩხობაძე იხსენებს, რომ ძველ გეგმას, რომლითაც უნდა გაერთიანებულიყო თბილისი-რუსთავი და მერე გადაიფიქრეს, რადგან არაფრით არ შეიძლებოდა ქვეყნის განვითარება თავკომბალას სახით.

ნინო ჩხობაძე და სხვა გარემოსდამცველები დიდი ხანია ამბიბე, რომ აუცილებელი ქალაქის ურბანისტიკა დაბალსართულიან შენობებზე გადავიდეს, მაგრამ ჯერ ამას არავინ აპირებს, პირიქით, ჩხობაძის დაკვირვებით, ზრდიან კოეფიციენტებს და უფრო მაღალ შენობებს აშენებენ.

სწორედ მაღალი შენობების ინტენსივობამ მიიუყვიანა ჩინეთი უმძიმეს ეკოლოგიამდე და ჩხობაძის თქმით, საქართველოსაც ეს ბედი ელის, თუ დროულად გარემოსდაცვით ნორმებს არ მოვარგებთ მშენებლობებსა და ზოგადად ქალაქგეგმარებებს. გარემოსდამცველი იხსენებ, რომ პეკინის ნისლისგან გასათავისუფლებლად, აკრძალეს ხეების ჭრა, არაგონივრულ ზღვრამდე გაზარდეს ავტომობილით აკრძალულ ადგილებში გადაადგილებაზე სანქციები. 

თბილისის ჰაერს, ჩხობაძის აზრით, დამატებით პრობლემას უქმნის, ქუჩების გამტარუნარიანობის უკიდურესად შემცირება, რამაც, მისივე შეფასებით, შეუქცევადი ხასიათი მიიღო ბოლო წლებში.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის მტკიცებით, ქუჩების გამტარიანობა არის დაქვეითებული, რადგან ქალაქში ავტომობილების დიდი რაოდენობაა. 

ნინო ჩხობაძეს ჭავჭავაძის ქუჩის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ადრე იყო 7 შუქნიშანი, ახლა არის 17, შუქნიშანთან მიახლოებული ავტომობილები დგანან შუქნიშანთან. ცხადია არ აქრობს მანქანას და მასების კონცენტრაცია ხდება, რაც, ჩხობაძის მტკიცებით, იწვევს მყარი ნაწილაკების დაგროვებას.

"ასეთი სუსტი, ფაქტობრივად არარსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის პირობებში, ერთადერთი გამოსავალი თბილისში აირწინაღებით სიარულია“ - ამბობს ნინო ჩხობაძე.

შეგახსენებთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 6 ნოემბრიდან დღემდე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ფიქსირდება. სააგენტოს განმარტებით, ჰაერში PM10 და PM2.5 მომატებული კონცენტრაცია განპირობებულია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით.

ცნობისთვის, თბილისში, ჰაერის დაბინძურებაა დასაშვებ ნორმას სამჯერ აღემატება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დედაქალაქში, ყველაზე მძიმე ვითარება აღმაშენებლის და წერეთლის გამზირებზეა. მტვრის მყარი ნაწილაკების რაოდენობა განსაკუთრებით არის მომატებული რუსთავში - მეგობრობის და ბათუმის ქუჩებზე. გარემოს დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

თბილისი, რუსთავი და ახალციხე - სამივე დიდ ქალაქში მტვრის მყარი ნაწილაკების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულზეა. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივია იმის აღქმა, რომ უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქი ბურუსშია გახვეული. ეს არის Pm 2.5 საშიში ნაწილაკი, რომელიც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვისაც. რაც უფრო წვრილია ნაწილაკი, მით უფრო მარტივად აღწევს ის სისხლში და მიაღწევს ფილტვებამდეც. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ჰაერს ადამიანი დიდხანს სუნთქავს, შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ალერგიის და რესპირატორული დაავადებების მქონე მოქალაქეები.

სისუსტე, გულის აჩქარება, თავბრუსხვევა, თვალებიდან ცრემლდენა და გაღიზიანება - ეს იმ სიმპტომების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჰაერში pm 2.5 ნაწილაკების მომატების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. მედიკოსების რეკომენდაციაა, მოერიდოთ გარეთ აქტივობებს, ან თუ მაინც ქუჩაში გახვალთ გამოიყენეთ სპეციალური პირბადეები.

ქარიშხლებით ჰაერის დაბინძურების კონტროლი შეუძლებელია, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ არსებობს მთელი რიგი საპრევენციო ზომები, რომელსაც წესით ხელისუფლება უნდა ატარებდეს, მაგალითად მწვანე საფარის განვითარება. თბილისი კი ახლა სამშენებლო მოედნად არის გადავსებული, "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ბიზნესმენები მიყოლებით იღებენ ნებართვებს "ქალაქის ჩასაბეტონებლად" და "რკინის  ცათამბჯენების" ასაშენებლად. თბილისის განიავების ერთადერთი საშუალება კრწანისის ტყე პარკია, თუმცა ამ ადგილზეც მალე ახალი მშენებლობა დაიწყება და ტყე გაიჩეხება. სპეციალისტებს განგაშის სიგნალი აქვთ ჩართული.