მშვიდობა ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა, ევროპა არასწორ გზაზეა, თუ ის ომის გახანგრძლივების მხარდაჭერას გააგრძელებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „მშვიდობის კაცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები ომის გაგრძელების გზას ეძებენ.

„დონალდ ტრამპი მშვიდობის კაცია, მაშინ, როდესაც ევროპელი ლიდერები არა მშვიდობას, არამედ ომის გაგრძელებას ეძებენ. ისინი ღიად აცხადებენ, რომ უკრაინას „უკეთესი“ მოლაპარაკების პოზიციის მისაღწევად დამატებითი მხარდაჭერა უნდა მიეწოდოს. ეს სრულიად არასწორი ლოგიკაა. ევროკავშირმა 185 მილიარდი ევრო დახარჯა ქვეყანაზე, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი არ აქვს და ღრმა კორუფციის პრობლემები აქვს. ამასობაში, ევროპა კონკურენტუნარიანობის კრიზისშია და საკუთარი აღდგენისთვის სახსრები აღარ რჩება. მშვიდობა არ მიიღწევა ბრძოლის ველზე, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან და უნგრეთი მზადაა, ევროპისა და საკუთარი თავისთვის მშვიდობის მხარეს დადგეს“, – განაცხადა ორბანმა ინტერვიუში.

1tv.ge