თითქმის 200 კილოგრამიანი ოქროს კუბი - გერმანელი კონცეპტუალური ხელოვანის ნიკლას კასტელოს ნამუშევარირომელიც ერთ დროს იარლიყით “არ იყიდება” იყო ცნობილი, დღეს შეიძლება კლემენს ჰოლმანის, კუბის 32%-იანი მეწილის გაკოტრების გამო გადაადნონ.

23 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული კუბი ინტერნეტ სენსაცია პირველად 2022 წლის თებერვალში გახდაროდესაც ის ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ერთი დღით დატოვესრა თქმა უნდა, მკაცრი დაცვის თანხლებით.

როდესაც კუბი პოპულარობის ზენიტში იყო, Artnew-სთან საუბრისას კასტელომ განმარტა, რომ სურვილი ჰქონდა “შეექმნა რაღაც, რაც ჩვენს სამყაროს ცდება - რაც ხელშეუხებელია”, კუბს მან თანამედროვეობის კონცეპტუალური “solve du monde” ანუ სამყაროს საყრდენი უწოდა.

კასტელოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კუბი არასდროს გაიყიდებოდამისი რეალური დანიშნულება ავტორის კრიპტო ტოკენის და მასთან ასოცირებული NFT პლატფორმის რეკლამა იყონიუ იორკის შემდეგ კუბი ასევე ვენეციაში და ციურიხში გამოჩნდა.

ვალების შემგროვებელი კომპანია Creditreform-ის თანახმად, კუბის 32%-იანი წილი კრედიტორებს გადაეცემა და გაიყიდება, რათა ჰოლმანის ფინანსური ვალდებულებები დაიფაროს.

ჰოლმანირომელმაც თავისი ფინანსური იმპერია კინო და უძრავი ქონების ინდუსტრიებში ინვესტირებით შექმნა, 2023 წელს 1.9 მილიარდის ქონებას ფლობდათუმცა აგვისტოში თავი ბანკროტად გამოაცხადამიზეზად კი უძრავი ქონების ბაზრის შეკვეცა დაასახელა. მიმდინარე წელს, მისი უძრავი ქონების - დეველოპერული კომპანია SÜBA AG-ის ლიკვიდაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც რესტრუქტურიზაციის ფარგლებში არსებული საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულა.

bm.ge