ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელსაც თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო „ლუსა“ ციტირებდა, ნათქვამია, რომ გლობალური დათბობის გამო, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი მომავალში ევროკავშირის საცხოვრებელ შენობებში გაგრილების მიზნით მოხმარებული მთლიანი წლიური ენერგიის 71 პროცენტს მოიხმარენ.

ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული „ენერგეტიკული უსაფრთხოების კლიმატური რისკები“ „ევროპის მასშტაბით განსხვავდება“, ავტორები აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ევროპა სიცხის, გვალვისა და წყლის დეფიციტის მზარდი რისკების წინაშე დგას, ხოლო ჩრდილოეთ ევროპა, სავარაუდოდ, როგორც რისკების, ასევე შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდება.

ვრცლად euronews – ზე