„ეკონომიკა ფაქტობრივად, ერთ ადგილას არის გაჩერებული“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, გოგა ხიშტოვანი წერს და მიმდინარე წლის იმპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებს განიხილავს.

ხიშტოვანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მოკლე განახლება ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებზე: იმპორტი (ნახატების, ქანდაკებებისა და მსუბუქი ავტომანქანების გარეშე) - ჩემი აზრით, „რეალური“ იმპორტის მაჩვენებლები (ნახატების, ქანდაკებების და მსუბუქი ავტომანქანების გარეშე), კარგად ასახავს საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობასა და ბოლო 4 წლის ტრენდს.

როგორც სურათზე ჩანს, გარე ფაქტორების ეფექტი (რუსების/ბელორუსების საქართველოში იმიგრაცია; რუსეთთან პირდაპირი და ირიბი ვაჭრობა; როგორც აღმოჩნდა, ფულის გათეთრების სხვადასხვა სქემები; რეგიონში კონფლიქტებიდან გამომდინარე, უცხოელი სტუდენტების სწრაფი შემოდინება და სხვა), ეტაპობრივად ნორმალიზდა და ვხედავთ, რომ 2025 წლის პირველ 8 თვეში რეალური იმპორტის ზრდა ჩამოსულია 3.5%-მდე, რაც თუ ინფლაციის ფაქტორს გავითვალისწინებთ, ფაქტობრივად, წინა წლის იდენტურ მაჩვენებელს შეადგენს.

ხოლო, ქართული ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, თუ ქვეყნის იმპორტი ერთ დონეზეა, მაშინ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკაც ფაქტობრივად, ერთ ადგილას არის გაჩერებული“, - წერს გოგა ხიშტივანi სოციალურ ქსელში.