ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასანქცირებული „საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი“.
ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებით, დასანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, – აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩეხეთის მიერ სანქციები დაუწესდათ:
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალის გამოყენება და ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ.
- მოსამართლე კობა ჩაგუნავა,
- მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი,
- მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია,
- პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
იანვრის ბოლოს ჩეხეთმა ასევე დაასანქცირა სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. ასევე საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ვაჟა სირაძე.