2028 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის აღებული სესხის გამო, პროცენტის სახით ყოველწლიურად 3 მილიარდ ევროს გადაიხდიან. ინფორმაციას Politico ევროკომისიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის, პარასკევს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტით მხარდაჭერილ 90 მილიარდი ევროს მოიზიდავენ.
Politico წერს, რომ ეს გეგმა „საკმაოდ ძვირი“ დაჯდება, რადგან ევროკავშირი 2028 წლიდან დაიწყებს დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ოდენობის პროცენტის გადახდას თავისი შვიდწლიანი ბიუჯეტიდან, რომელიც ძირითადად ევროკავშირის მთავრობების შენატანებით ფინანსდება. 2027 წელს კი პროცენტი ერთ მილიარდ ევროს მიაღწევს.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინას სესხის დაფარვა მხოლოდ მას შემდეგ მოუწევს, რაც რუსეთი ომს დაასრულებს და ომის რეპარაციებს გადაიხდის.