ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს კიევისთვის მაკროფინანსური დახმარების ტრანში დაახლოებით 4.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ამ დახმარებას აქვს კონკრეტული დანიშნულება: თანხა უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას მოხმარდება.

გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების (COREPER) შეხვედრაზე მიიღეს.

ცოტა უფრო ადრე,  ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის 2024-2027 წლების მაკროფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს.

ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანშიც გადასცა, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით.