რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს როგორმე დაურეკავს. ეს არასერიოზულია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, თუ მაკრონს პუტინთან სერიოზულად საუბარი სურს, მაშინ უნდა დაურეკოს.

„ეს არის საცოდავი დიპლომატია. თუ გსურს, რომ დაურეკო და რამეზე სერიოზულად ესაუბრო, მაშინ დარეკე“, – აღნიშნა ლავროვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ყოველთვის უპასუხებს ზარს და მოისმენს ნებისმიერ წინადადებას.

„სერიოზული წინადადებები არ დარჩება კონკრეტული, პრაქტიკული პასუხის გარეშე“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რამდენიმე კვირის წინ მედიასთან საუბრისას ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ამჟამად ის მუშაობს პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზებაზე.

1tv.ge