ბრიტანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია easyJet-მა უარყო ამერიკული საინვესტიციო ფირმის სამი არაოფიციალური შეთავაზება, რომელთაგან ბოლო თითქმის 5.9 მილიარდი ევროს (5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ღირებულების იყო, – განაცხადეს მხარეებმა ორშაბათს.

საინვესტიციო ფირმა Castleka-მ გასულ თვეში საჯაროდ გამოთქვა ინტერესი ავიაკომპანიის შესყიდვის მიმართ, რომელიც ძირითადად ევროპაში ოპერირებს. ორშაბათს მან განაცხადა, რომ ახლა პირდაპირ მიმართავს EasyJet-ის აქციონერებს, შეაფასონ მისი უახლესი შეთავაზების „უპირატესობა“.

დიდი ბრიტანეთის შესყიდვის წესების თანახმად, Castleak-ს პარასკევამდე აქვს ვადა, რომ ოფიციალური შეთავაზება გააკეთოს ან გარიგებიდან გამოვიდეს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. EasyJet-ის დირექტორთა საბჭომ ორშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეთავაზებას „ძალიან ოპორტუნისტულად“ მიიჩნევს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ თვითმფრინავის საწვავის ფასები მკვეთრად გაიზარდა, რამაც კომპანიის აქციების ვარდნა და ზარალის ზრდა გამოიწვია.

ვრცლად euronews – ზე