აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „დიდი შანსია“ ირანთან შეთანხმებას ხვალ მიაღწიონ.

როგორც ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, განიხილავს ირანში „ყველაფრის აფეთქებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას“, თუ ომის დასრულების შეთანხმებას სწრაფად არ მიაღწიეს.

თუმცა, Fox News-თან ტრამპი ამბობს, რომ „დიდი შანსია“, რომ შეთანხმება ხვალ იყოს მიღწეული.

„ისინი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - დასძენს ტრამპი.