მთე­ლი მსოფ­ლიო აკ­ვირ­დე­ბა ოთხ ას­ტრო­ნავტს, რომ­ლე­ბიც მალე პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვინც მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე გავ­ლენ. ეს ას­ტრო­ნავ­ტე­ბი არა მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­ლო­ტე­ბი, ინ­ჟინ­რე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი, არა­მედ მე­უღ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბიც არი­ან, მათი ფრე­ნა კი დიდი რის­კია რო­გორც თა­ვად მათ­თვის, ისე მათი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის.

  • "არ­ტე­მი­და 2"- ის ეკი­პაჟ­ში NASA-ს სამი ას­ტრო­ნავ­ტი: მე­თა­უ­რი რიდ უა­იზ­მა­ნი, ვიქ­ტორ გლო­ვე­რი, კრის­ტი­ნა კოხი და კა­ნა­დის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯე­რე­მი ჰან­სე­ნი შე­დი­ან.

აი, რა ვი­ცით მათ შე­სა­ხებ.

რიდ უა­იზ­მა­ნი - მი­სი­ის მე­თა­უ­რი

რიდ უა­იზ­მა­ნი აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი მფრი­ნა­ვი - გა­მომ­ცდე­ლია, რო­მე­ლიც 16 წლის წინ გახ­და ას­ტრო­ნავ­ტი. 2014 წელს მან სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ბორ­ტინ­ჟინ­რის როლ­ში ექ­ვსი თვე გა­ა­ტა­რა. უა­იზ­მა­ნი ამ­ბობს, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფრე­ნა უყ­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­წა­ზე ყოფ­ნის დროს სი­მაღ­ლის ეში­ნია.

უა­იზ­მა­ნი მე­რი­ლენ­დის შტატ­ში, ბალ­ტი­მორ­ში და­ი­ბა­და. ის 50 წლი­საა. 2020 წელს მისი მე­უღ­ლე კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა და ახლა მარ­ტო ზრდის ორ მო­ზარდ ქა­ლიშ­ვილს. მისი თქმით, მარ­ტო­ხე­ლა მა­მო­ბა ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა­ცაა და ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაც.

რიდს შვი­ლე­ბის­თვის არ და­უ­მა­ლავს, რომ მისი მი­სია დიდ რის­კებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ერთ-ერთი სე­ირ­ნო­ბის დროს კი ისიც გა­უმ­ხი­ლა, თუ სად ინა­ხე­ბო­და მისი ან­დერ­ძი და დო­კუ­მენ­ტე­ბი, ასე­ვე აუხ­სნა, რა მოხ­დე­ბო­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვად მას რამე შე­ემ­თხვე­ო­და. უა­იზ­მა­ნის თქმით, "ეს ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და მსგავ­სი სა­უბ­რე­ბი ოჯა­ხებ­ში უფრო ხში­რად უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რად­გან არას­დროს იცი, რას მო­გი­ტანს ხვა­ლინ­დე­ლი დღე".

მე­თა­უ­რი ცდი­ლობს, ისე არ ჩან­დეს, თით­ქოს “არ­ტე­მი­და-2“ მხო­ლოდ მისი მი­სი­აა.

"რო­დე­საც ვიქ­ტორს, კრის­ტი­ნას და ჯე­რე­მის ვუ­ყუ­რებ, ვხე­დავ, რომ მათ ნამ­დვი­ლად სურთ ამ მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და ამა­ვე დროს სა­ოც­რად თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მათ­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა".

უა­იზ­მა­ნი იმე­დოვ­ნებს, რომ ათწლე­უ­ლე­ბის შემ­დეგ მათი ფრე­ნა აღ­ქმუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორც “პა­ტა­რა ნა­ბი­ჯი კა­ცობ­რი­ო­ბის მთვა­რე­ზე დამ­კვიდ­რე­ბის გზა­ზე, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ მარსზე გაფ­რე­ნა მოჰ­ყვე­ბა“.

NASA-მ ეკი­პაჟს ნება დარ­თო, თან პი­რა­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თე­ბი წა­ე­ღო, უა­იზ­მან­მა პა­ტა­რა ბლოკ­ნო­ტი აირ­ჩია, სა­დაც მი­სი­ის დროს სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბის ჩა­წე­რას აპი­რებს.

კრის­ტი­ნა კოხი — მი­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი

კრის­ტი­ნა კოხი ფი­ზი­კო­სი და ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რია. ის 2013 წელს გახ­და ას­ტრო­ნავ­ტი, ხოლო 2019 წელს ქა­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი კოს­მო­სუ­რი მი­სი­ის რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა, რო­დე­საც 328 დღე სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­ა­ტა­რა. ის ასე­ვე გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე გა­ემ­გზავ­რა.

კრის­ტი­ნა კოხი 47 წლი­საა. იგი მი­ჩი­გა­ნის შტატ­ში, ქა­ლაქ გრანდ-რა­პიდსში და­ი­ბა­და.

მისი გზა კოს­მო­სის­კენ ფო­ტო­სუ­რა­თით და­ი­წყო. ბავ­შვო­ბა­ში კო­ხის კე­დელ­ზე უი­ლი­ამ ან­დერ­სე­ნის ცნო­ბი­ლი ფოტო ეკი­და, რო­მე­ლიც მან “აპო­ლონ-8“-ის მი­სი­ის დროს გა­და­ი­ღო. სუ­რა­თი მთვა­რის ზე­და­პი­რი­დან და­ნა­ხულ დე­და­მი­წის ამოს­ვლას ასა­ხავს. რო­დე­საც კრის­ტი­ნამ გა­ი­გო, რომ ფოტო ადა­მი­ან­მა გა­და­ი­ღო და არა ავ­ტო­მა­ტურ­მა კა­მე­რამ, გა­და­წყვი­ტა, თა­ვა­დაც ას­ტრო­ნავ­ტი გამ­ხდა­რი­ყო.

"ის ფაქ­ტი, რომ კა­მე­რის უკან ადა­მი­ა­ნი იდგა, ამ სუ­რათს ბევ­რად უფრო ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს და სა­კუ­თა­რი პლა­ნე­ტის შე­სა­ხებ ჩვენს აღ­ქმას ცვლის, მთვა­რე მხო­ლოდ სიმ­ბო­ლო არ არის, ის ასე­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ჩვე­ნი წარ­მო­შო­ბის გა­აზ­რე­ბის გზამ­კვლე­ვია" - აცხა­დებს ას­ტრო­ნავ­ტი.

კო­ხის 25 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა “აპო­ლო­ნის“ პროგ­რა­მის ვე­ტე­რა­ნებ­თან. მისი თქმით, მთა­ვა­რი, რაც მათ­გან ის­წავ­ლა, არის გუნ­დუ­რო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

კრის­ტი­ნამ თან ახ­ლობ­ლე­ბის ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი წა­ი­ღო, მის­თვის ეს დე­და­მი­წა­ზე დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებ­თან “ტაქ­ტი­ლუ­რი კავ­ში­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბაა, სახ­ლში კოხს მე­უღ­ლე ელო­დე­ბა, ვის­თა­ნაც მისი თქმით, ხში­რად სა­უბ­რობ­და კოს­მო­სურ ფრე­ნებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ზე, რო­მე­ლი ეტა­პე­ბია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­მე­ლი , ყვე­ლა­ზე სა­რის­კო.

ჯე­რე­მი ჰან­სე­ნი — მი­სი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი

ჯე­რე­მი ჰან­სე­ნი კა­ნა­დის სა­მე­ფო სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტი და ფი­ზი­კო­სია. ის 2009 წელს შე­უ­ერ­თდა კა­ნა­დის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტოს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ კოს­მოს­ში არ უფ­რე­ნია, პირ­ვე­ლი კა­ნა­დე­ლი გახ­და, რო­მელ­საც NASA-ში ას­ტრო­ნავ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ან­დეს.

ჰან­სე­ნი 50 წლი­საა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და სამი შვი­ლი ჰყავს. თა­ვი­სუ­ფალ დროს იახ­ტით ცურ­ვა, კლდე­ზე ცოც­ვა და სამ­თო ვე­ლოს­პორ­ტი უყ­ვარს.

რო­გორც კრის­ტი­ნა კოხი, ჰან­სე­ნიც კოს­მო­სის მი­მართ თა­ვის ინ­ტე­რესს “აპო­ლონ-8“-ის მი­სი­ას უკავ­ში­რებს. ბავ­შვო­ბა­ში ჯერ­მის ხეზე აშე­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რა სახ­ლი ჰქონ­და, რო­მე­ლიც ბაზი ოლდრი­ნის მთვა­რის ფო­ტოს ნახ­ვის შემ­დეგ, მისი წარ­მო­სახ­ვა­ში კოს­მო­სურ ხო­მალ­დად იქცა.

ჯე­რე­მი ჰან­სე­ნი ცდი­ლობ­და მო­მა­ვა­ლი მი­სი­ის­თვის სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი წი­ნას­წარ შე­ემ­ზა­დე­ბი­ნა, სა­შო­ბა­ოდ ერ­თად უყუ­რებ­დნენ "არ­ტე­მი­და-1"-ის გაშ­ვე­ბის ჩა­ნა­წერს და ას­ტრო­ნავ­ტი ოჯა­ხის წევ­რებს უხ­სნი­და, თუ რა ხდე­ბო­და ფრე­ნის დროს.

ჰან­სე­ნი პირ­ვე­ლი არა­მე­რი­კე­ლია, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე მიფ­რი­ნავს, ეს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში დიდი პროგ­რე­სის ნი­შა­ნია.

ჯე­რე­მი ჰან­სენ­მა თან ოთხი მთვა­რის ფორ­მის მე­და­ლი­ო­ნი წა­ი­ღო. ყო­ველ მათ­გან­ში ქვე­ბია ჩას­მუ­ლი, სა­დაც ოჯა­ხის და­ბა­დე­ბის წლე­ბია მი­თი­თე­ბუ­ლი, უკა­ნა მხა­რეს კი ამოტვიფ­რუ­ლი წარ­წე­რე­ბია “მთვა­რემ­დე და უკან“. რო­გორც ჭეშ­მა­რიტ­მა კა­ნა­დელ­მა ჰან­სენ­მა თან ასე­ვე ნე­კერ­ჩხლის სირო­ფი და ნე­კერ­ჩხლის­ვე ორ­ცხო­ბი­ლა წა­ი­ღო.

ვიქ­ტორ გლო­ვე­რი — პი­ლო­ტი

ვიქ­ტორ გლო­ვე­რი აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პი­ლო­ტი და მფრი­ნა­ვი - გა­მომ­ცდე­ლია. ის 49 წლი­საა და 2013 წელს გახ­და NASA-ს ას­ტრო­ნავ­ტი. გლო­ვერს SpaceX Crew-1-ის მი­სი­ა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლის დროს მან თით­ქმის ექ­ვსი თვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­ა­ტა­რა.

ვიქ­ტორ გლო­ვე­რი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, პო­მო­ნა­ში და­ი­ბა­და. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია და ოთხი შვი­ლი ჰყავს. ის პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა, რო­მე­ლიც მთვა­რე­ზე გაფ­რინ­დე­ბა.

ვიქ­ტორს ეკი­პა­ჟის ყვე­ლა­ზე ქა­რიზ­მა­ტულ წევ­რად იც­ნო­ბენ, მისი მეტ­სა­ხე­ლი IKE (I Know Everything ), კი მის სამ სა­მა­გის­ტრო ხა­რისხს უკავ­შირ­დე­ბა.

მი­სი­ის­თვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში გლო­ვე­რი “ჯე­მი­ნი­სა“ და "აპო­ლო­ნის" პროგ­რა­მე­ბის მა­სა­ლებს სწავ­ლობ­და, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ისი­ნი დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

"კვლე­ვის სურ­ვი­ლი ჩვე­ნი ბუ­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია, ჩვენ ვიკ­ვლევთ, რათა გა­ვი­გოთ, სად ვართ, რა­ტომ ვართ აქ და რა არის ჩვე­ნი ად­გი­ლი სამ­ყა­რო­ში" - აცხა­დებს ას­ტრო­ნავ­ტი.

ვიქ­ტორ­მა თან ბიბ­ლია, სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი, ოჯა­ხუ­რი რე­ლიქ­ვი­ე­ბი და შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ცი­ტა­ტე­ბის კრე­ბუ­ლი წა­ი­ღო.

წყა­რო:

www.ambebi.ge