დანიაში ახალი მანქანების ნახევარზე მეტი ახლა ელექტროა. პირველად მათმა გაყიდვებმა გადააჭარბა ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვებს. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ეს მონაცემები ავტომობილების იმპორტიორთა ასოციაციამ Mobility Denmark-მა გაავრცელა. მისი გათვლებით, 2024 წელს დანიაში მთლიანი გაყიდვების 51,5%-ს ელექტრომობილები შეადგენენ.
Mobility Denmark პროგნოზირებს, რომ ეს წილი 2025 წელს 70-75%-ს მიაღწევს.
ქვეყანა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ელექტრომობილები უფრო მიმზიდველი გახდეს. მაგალითად, ასეთი მანქანების მფლობელები იღებენ ფასდაკლებას რეგისტრაციის გადასახადზე.