ქსავიე შარდონი Citroen-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა, ნათქვამია ავტომობილების ბრენდის მფლობელი კომპანია Stellantis-ის პრესრელიზში. ის თანამდებობას 2 ივნისს დაიკავებს და ტიერი კოსკასს შეცვლის, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას ორი წლის განმავლობაში იკავებდა.

შარდონმა კარიერა Citroen-ის იტალიურ განყოფილებაში 1994 წელს დაიწყო, შემდეგ კი კომპანიაში სხვადასხვა მენეჯერულ თანამდებობას იკავებდა, მუშაობდა საფრანგეთში, დანიასა და გერმანიაში. 2011 წელს ის სამუშაოდ Volkswagen-ში გადავიდა.

Stellantis აწარმოებს მანქანებს შემდეგი ბრენდების ქვეშ: Alfa Romeo, Chrysler, Citroen, Dodge, FIAT, Jeep, Lancia, Maserati, Opel, Peugeot, Ram, Vauxhall და სხვა.

წყარო: interfax