18 იანვარს, ჩინურმა სადაზვერვო დრონმა ოთხი წუთის განმავლობაში დაარღვია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ტაივანის კუნძულ პრატასის საჰაერო სივრცე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩინურმა დრონმა ტაივანის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ტაივანის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალური პირის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი WZ-7-ის ტიპის იყო იყო. ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დრონი კუნძულზე განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების ზონის მიღმა დაფრინავდა და გაფრთხილებების შემდეგ, რომლებსაც ტაიპეი საერთაშორისო რადიოარხებით გადასცემს, ტერიტორია დატოვა.

Financial Times წერს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრატასი ჩინეთის სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. კუნძული ტაივანის სამხრეთიდან დაახლოებით 420 კილომეტრში მდებარეობს. მისი ადგილმდებარეობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან მის გარშემო აკვატორიის გამოყენება, აშშ-ჩინეთის პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში, როგორც აშშ-ს, ისე ჩინეთის წყალქვეშა გემები მოუწევდათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ტაივანის ოფიციალური პირების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში აშშ შესაძლოა ტაივანის დაცვაში ჩაერთოს, პრატასის გამო ის, სავარაუდოდ, კონფლიქტში ჩარევას არ განახორციელებს.

tabula.ge