ჩინეთში გახსნიან სასტუმროს, სადაც სტუმრებს მხოლოდ რობოტები მოემსახურებიან. პირველი სატესტო ნომრები უკვე მიმდინარე წლის ბოლოს ამუშავდება, წერს Interesting Engineering.

სასტუმრო West Artificial Island გუანდუნის პროვინციაში, შენჟენ-ჯუნშანის რაიონში მდებარე ხელოვნურ კუნძულზე გაიხსნება. მას მართავს კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია რესტორნების, მაღაზიებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილი სერვის-რობოტების შექმნაზე.

სასტუმროში რობოტები მოახდენენ სტუმრების რეგისტრაციას, მოემსახურებიან მათ, დაალაგებენ ნომრებს, მოამზადებენ საკვებს და შეასრულებენ სხვა სამუშაოებს. ისინი ჩართული იქნებიან ერთიან სისტემაში, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მოწყობილობებმა გაიგონ მეტყველება და ჟესტები, მოახდინონ მარშრუტების ოპტიმიზაცია და შეძლონ გარემოსთან ადაპტაცია.

სასტუმროს სრულფასოვანი გახსნა 2027 წელს იგეგმება. 2026 წლის ბოლოს კი პირველი სტუმრები შეძლებენ გამოცადონ რობოტიზებული სასტუმროს მიმღები, ბარგისა და საკვების მიტანა ნომერში და სხვა ფუნქციები.