კიევის რეგიონში, ჩერნობილის აკრძალვის ზონაში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა, რომელიც 1100 ჰექტარზეა გავრცელებული. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა პარასკევს, 8 მაისს განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კიევის ჩრდილოეთ რეგიონში რადიაციული სიტუაცია ამჟამად სტაბილურია.
„ძლიერი ქარის ნაკადების გამო, ხანძარი სწრაფად ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე და ტყის ახალ მონაკვეთებს მოიცავს.
ხანძრის სავარაუდო ფართობი უკვე 1100 ჰექტარზე მეტია“, - ნათქვამია განცხადებაში.