ხუთშაბათს დღისით, ნავთობის ფასმა დააჩქარა ზრდა, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხებების შესახებ მზარდი შეშფოთების და მექსიკის ყურეში ქარიშხლის გამო წარმოების შემცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის დეკემბრის ფიუჩერსები ბარელზე 105.4 აშშ დოლარად ივაჭრება, რაც წინა სესიის დახურვის დონესთან შედარებით 5.2 აშშ დოლარით (5.19%-ით) მეტია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსები 4.45 დოლარით (5.04%-ით) გაიზარდა და ბარელზე 92.73 დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე