ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ბრძოლა იწყება და ირანი ისრაელის მიმართ მოწყალებას არ გამოიჩენს.
„ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“, - წერს აიათოლა ალი ხამენეი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი მტკიცებით, ისრაელს მკაცრი პასუხი უნდა გასცენ.
„მკაცრი პასუხი უნდა გავცეთ ტერორისტულ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტების მიმართ მოწყალებას არ გამოვიჩენთ“, - წერს ხამენეი.
ipn.ge