ჰონგ-კონგი ლიდერი გახდა მეგაპოლისებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი ცათამბჯენი აქვთ - აქ 550-ზე მეტი გიგანტური შენობაა, – რეიტინგს მაღალი შენობებისა და ურბანული ჰაბიტატის საერთაშორისო საბჭო (Council on Tall Buildings and Urban Habitat, CTBUH) აქვეყნებს.

ექსპერტები აზუსტებენ: იმისათვის, რომ შენობა ცათამბჯენად ჩაითვალოს, მისი სიმაღლე არანაკლებ 150 მ უნდა იყოს.

მოსახლეობის სწრაფი ზრდისა და მთიანი რელიეფით გამოწვეული მშენებლობის შეზღუდვების გამო, ჰონგ–კონგელი არქიტექტორები ძირითადად ზემაღალსართულიან შენობებს აპროექტებენ. 

სწორედ ამიტომ, ქალაქში მრავალფეროვანი ცათამბჯენია განთავსებული.

საერთაშორისო კომერციული ცენტრი ჰონგ-კონგის ყველაზე მაღალი შენობაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური. ის 2010 წელს აშენდა. სავაჭრო ცენტრს 118 სართული აქვს და მისი საერთო სიმაღლე 484 მ-ია. მას მოსდევს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი ორი, რომელიც მიწიდან 416 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, და ცენტრალური პლაზას ბიზნეს ცენტრი, რომლის სიმაღლე 374 მეტრია.

მას მოსდევს საერთაშორისო ფინანსური ცენტრი TWO, რომელიც მიწიდან 416 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული, და ცენტრალური პლაზას ბიზნეს ცენტრი, რომლის სიმაღლე 374 მეტრია.

ვრცლად buyingbusinesstravel - ზე