ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანია BP შეთანხმდა თავისი საპოხი მასალების განყოფილების Castrol-ის 65%-ის საინვესტიციო ფონდ Stonepeak-ისთვის მიყიდვაზე. ყველა მიღებული თანხის (დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი)მიმართვას BP გეგმავს ვალის ტვირთის შემცირებაზე.
BP-ს Castrol-ის ბრენდი 2000 წლიდან ეკუთვნის, როდესაც მან Burmah-Castrol 4.73 მილიარდ დოლარად შეიძინა.
შეთანხმება BP-ის განახლებული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესის სტრუქტურის გამარტივებას, კონცენტრირებას საკვანძო downstream–მიმართულებებზე და ბალანსის გამყარებას.
გარიგების დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთობლივი საწარმო, რომელშიც Stonepeak-ი 65%-ს, ხოლო BP-ი 35%-ს შეინარჩუნებს. დარჩენილი წილის გაყიდვას BP ორი წლის შემდეგ შეძლებს.
BP-მ აღნიშნა, რომ გარიგებამ კომპანიას უკვე საშუალება მისცა დაესრულებინა დაგეგმილი 20 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყიდვის პროგრამის ნახევარზე მეტი.
Stonepeak-მა Castrol-ს გლობალური ეკონომიკისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიზნესი“ უწოდა და ბრენდის შემდგომ ზრდაში ინვესტირების განზრახვა გამოაცხადა.
გარიგების დასრულება 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, ყველა მარეგულირებელი ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ.