სასტუმროების დაჯავშნის პლატფორმა Booking-მა თავისი ვებსაიტიდან იმ სასტუმროების ამოღება დაიწყო, რომლებიც სავარაუდოდ სანქცირებულ ირანელ ბიზნესმენის, ალი ანსარის ეკუთვნის, იტყობინება Financial Times.
ფრანკფურტში მდებარე ორი Hilton-ის სასტუმრო და მალიორკას შტატის ქალაქ კამპ დე მარში მდებარე Steigenberger-ის გოლფის კურორტი და სპა, Booking.com-დან ამოიღეს მას შემდეგ, რაც გამოცემამ გასულ თვეში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ალი ანსარის საკუთრება იყო.
ანგარიშების გაყინვის გარდა, ანსარის საკუთრებაში არსებულ სასტუმროებში საიტის მეშვეობით განხორციელებული ასობით ჯავშანიც გაუქმდა, იუწყებიან ინფორმირებული წყაროები.