მიზნობრივ პროგრამებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2025 წელს 248 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მონაცემებით, 241 442 ბენეფიციარი 248 124 000 ლარით დაფინანსდა.

მიზნობრივი პროგრამებია:

ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის და ღვიძლის გადანერგვა);

დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია;

აივ ინფექცია/შიდსის მართვა;

ტუბერკულოზის მართვა;

ფსიქიკური ჯანმრთელობა;

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;

დიაბეტის მართვა;

ჰეპატიტების მართვა და სხვა.

ვრცლად jandacva.ge - ზე