ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი ასტეროიდი დედამიწას ყველაზე ახლოს 14 თებერვალს ჩაუფრენს. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიის მონაცემებით, ის უსაფრთხო მანძილზე გაივლის.
ობიექტის დიამეტრი დაახლოებით 1 კმ-ია. ასტეროიდი 162882 (2001 FD58) დედამიწიდან რამდენიმე მილიონი კმ-ის რადიუსში გაივლის. მეცნიერებს შეჯახების ალბათობას ნულამდე დაჰყავთ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, წელს (2026 წლის 1 ოქტომბერს), 10 მეტრიან ობიექტ 2013 TP4-ს დედამიწასთან შეჯახების ყველაზე მაღალი ალბათობა აქვს, 45 000-დან 1 შანსით.