მსოფლიოში უდიდესმა, ალტერნატიული ინვესტიციების მართვის კომპანია Blackstone Group Inc.-მა, 2026 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი 10%-ით, ხოლო წმინდა შემოსავალი 5.7%-ით გაზარდა.
იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა მოგებამ 649.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 614.9 მილიონ აშშ დოლართან შედარებით.
აქციონერებს შორის გასანაწილებელი მოგება მეოთხედით გაიზარდა 1,76 მილიარდამდე ან აქციაზე 1,36 დოლარამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.41 მილიარდ დოლარს, ანუ აქციაზე 1.09 დოლარს შეადგენდა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტებს შორის ამ ინდიკატორის შესახებ კონსენსუსის პროგნოზი აქციაზე 1.34 აშშ დოლარი იყო.