აზერბაიჯანი ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან გაზის მიწოდებაზე, განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
„სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) ამჟამად მუშაობს სრული სიმძლავრით და თუ გვინდა მისი მეშვეობით გაზის დამატებითი მოცულობების ექსპორტი, ის უნდა გაფართოვდეს. აქ გარკვეული თანხებია საჭირო, დამატებითი სატუმბი სადგურები უნდა დამონტაჟდე“, - აღნიშნა ალიევმა ოთხშაბათს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში.
„დღეს რვა ქვეყანა ყიდულობს აზერბაიჯანულ გაზს, აქედან ექვსი ევროპული ქვეყანაა და მომავალში ამ ქვეყნების რიცხვი გაიზრდება. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან და მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ეტაპზეა“, - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის საჭიროებაა და ქვეყანას აქვს საჭირო რესურსების ბაზა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 11,8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ზოგადად, აზერბაიჯანული გაზის თითქმის ნახევარი ევროპაზე მოდის.