გამოცემა Nytimes-მა „ნიუკასლში“ „დინამო თბილისის“ თავდამხმელის, ვახტანგ სალიას ტრანსფერზე წერილი გამოაქვეყნა – ავტორი ინგლისელების მოლოდინებზე წერს.
„ნიუკასლ იუნაიტედმა“ პერსპექტიული ქართველი ფორვარდის, 17 წლის ვახტანგ სალიას კონტრაქტზე მუშაობა დაასრულა. თინეიჯერი, რომელმაც პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის ინტერესი გამოიწვია, „დინამო თბილისის“ მაისურით საქართველოს უმაღლეს ლიგაში მომავალ ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს, სანამ 18 წლის გახდება და „ნიუკასლს“ ოფიციალურად შეუერთდება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა ეროვნულ ლიგაში 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. რას შეიძლება ელოდეს „ნიუკასლი“ სალიასგან? ის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაა აღიარებული.
თავდამსხმელი თამაშობს ქვეყნის უდიდეს კლუბში, „დინამო თბილისში“, რომელმაც თავის აკადემიაში ბევრი ძლიერი ფეხბურთელი გაზარდა. აკადემია მათ თავის გამოჩენის საშუალებას ადრეულ ასაკში აძლევს და პირველ გუნდში ათამაშებს.
მიმდინარე სეზონში სალიამ ევროპის საკონფერენციო ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და ჩერნოგორიულ „მორნარ ბარს“ გაუტანა. „ნიუკასლი“ მას, დიდი ხანია, თვალყურს ადევნებდა, ისევე როგორც პრემიერლიგის სხვა კლუბები, რომლებიც ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის მიმართ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ.
ისინი, ვინც რეგულარულად უყურებენ სალიას თამაშს, ამბობენ, რომ ქართველი თავდამსხმელი თავის ასაკში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ „ნიუკასლთან“ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება“, – წერს ამერიკული გამოცემა.