„ჩვენი გაზის ექსპორტი ევროპაში 8 მილიარდ კუბურ მეტრზე ოდნავ მეტი იყო 2021 წელს. წელს ის დაახლოებით 12 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეადგენს აზერბაიჯანის გაზის მთლიანი ექსპორტის 50 პროცენტს.

ალიევმა აღნიშნა, რომ ევროპაში გაგზავნილი გაზის მოცულობა 2027 წლისთვის უნდა გაორმაგდეს.

„ჩვენ თავდაჯერებულად მივიწევთ წინ ამ მიზნისკენ,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს.