გიორგი მიქაუტაძეს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ატალანტა“ აკვირდება – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

„გიორგი მიქაუტაძეს „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში გააგრძელებს. ბერგამოელები „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელს აკვირდებიან, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მართალია, „ლიონი“ საფრანგეთის ლიგა 2-ში აღარ გავარდება, მაგრამ მიქაუტაძემ, რომელიც საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა, შესაძლოა, კლუბი მაინც შეიცვალოს. „ატალანტა“ ამ ტრანსფერით დაინტერესებულია – ქართველი ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევროა.

ის არატიპური თავდამსხმელია, რომელიც რეტეგისგან ძალიან განსხვავდება – უფრო დაბალი და სწრაფია, აქვს დრიბლინგისა და საჯარიმოში კარგად გადაადგილების უნარი – ამით განსხვავდება იმ თავდამსხმელებისგან, რომლებიც კარისკენ ზურგით თამაშობენ“, – წერს La Gazzetta dello Sport-ი.

1tv.ge