ბუტიკ სასტუმროების სტუმრები ეძებენ პერსონალიზებულ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ მომსახურებას და ფასისა და ხარისხის შესაბამისობას, ყველაზე ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ძებნის გარეშე, – ეს არის პლატფორმა TakeUp–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის „The Voice of the Boutique Travel Guest 2025“ შედეგები.
კვლევაში 350 მოგზაური მონაწილეობდა, რომლებიც რეგულარულად ირჩევენ დამოუკიდებელ სასტუმროებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბუტიკ სასტუმროებს „განსაკუთრებული ხიბლი“ აქვთ და დიდი სასტუმრო ქსელებისგან განსხვავებით, მათ შეუძლიათ პერსონალიზებული მიდგომის შეთავაზება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 95% პერსონალიზაციას უჭერს მხარს. ამრიგად, სტუმრების ინტერესებზე დაფუძნებული ინდივიდუალური შეთავაზებები ან რეკომენდაციები ზრდის იმის ალბათობას, რომ მოგზაურები დაჯავშნიან ამ კონკრეტულ ვარიანტს. გამოკითხულთა დაახლოებით 85%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს ელექტრონული რეგისტრაციისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფასწარმოქმნის მიმართ. გარდა ამისა, ტურისტების 87% ეთანხმება დინამიურ ფასწარმოქმნას, ხოლო 39% - განთავსების ღირებულების მოთხოვნის მიხედვით შეცვლას.
ვრცლად buyingbusinesstravel–ზე