აშშ-მა წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავს დაარტყა, დაიღუპა 2 ადამიანი, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„23 იანვარს, ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის დავალებით, ტერორისტული ორგანიზაციების ნავზე კინეტიკური ლეტალური დარტყმა განხორციელდა“, - აცხადებს აშშ-ის სამხრეთის სარდლობა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, დარტყმის შემდეგ ერთი ადამიანი გადარჩა და მისი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

www.interpressnews.ge