ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ყოველი დარტყმა ადასტურებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გადადება არ შეიძლება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევსა და სხვა ქალაქებზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშებს.
„გასულ ღამეს, რუსეთმა ჩვენს რეგიონებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. 370-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 21 რაკეტა გაუშვა. ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. დედაქალაქსა და მიმდებარე რეგიონში რუსების მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, „მსგავს დარტყმებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“.
„ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეაგირებისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს. Patriot-ის, NASAMS-ისა და ყველა სხვა სახის სისტემის თითოეული რაკეტა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას ხელს უწყობს და ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ზამთრის სიცივეს გაუძლონ. დავოსში პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრაზე საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების სრული განხორციელება უნდა უზრუნველვყოთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე