აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 70-მილიარდიანი საიმიგრაციო აღსრულების დაფინანსების პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
პაკეტი სრულად აფინანსებს აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტს, მათ შორის, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) და სასაზღვრო კონტროლის სააგენტოს (CBP) აშშ-ის პრეზიდენტის მეორე ვადის დარჩენილი პერიოდისთვის.
კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში 214 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო – 212.
რამდენიმე კანონმდებელმა, მათ შორის დამოუკიდებელმა კონგრესმენმა, კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. რესპუბლიკელთა განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს საზღვრის კონტროლს და გააუქმებს დემოკრატების მიერ მანამდე შექმნილ დაბრკოლებებს ICE-ისა და სასაზღვრო უწყებების დაფინანსებაზე.
კანონპროექტი ახლა ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.