ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით სასტუმროებისა და საცურაო აუზების გეგმიური სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგი დაიწყო.

უწყების ცნობით, შემოწმების ფარგლებში კონტროლი ხორციელდება საცურაო აუზების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენურ მდგომარეობაზე.

ამასთან, მონიტორინგი მოიცავს კვების ბლოკებისა და სასტუმროს ნომრების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასაც.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ სანიტარული შემოწმება ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ტარდება და მისი მიზანი ტურისტული სეზონის პერიოდში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა.