იტალიის უმსხვილესმა ბანკმა, Intesa Sanpaolo-მ, ორშაბათს, კონკურენტის, Monte dei Paschi di Siena-ს (MPS) 30.6 მილიარდი ევროდ შესყიდვის წინასწარ შეუთანხმებელი შეთავაზება წარადგინა, – იტყობინება Intesa Sanpaolo-ს ვებსაიტი.

წარმატების შემთხვევაში, გარიგება შექმნის ევროზონაში სიდიდით მეორე საბანკო ჯგუფს საბაზრო კაპიტალიზაციით, რომლის ღირებულება 126 მილიარდ ევროს შეადგენს, აღნიშნავს The Guardian. ის მხოლოდ ესპანურ Banco Santander-ს ჩამოუვარდება, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 155 მილიარდ ევროს შეადგენს.

Intesa Sanpaolo-ს შეთავაზება იტალიის მეოთხე უმსხვილესი ბანკის, Banco BPM-ის მიერ კვირას MPS-ისთვის წერილის გაგზავნიდან სულ რამდენიმე საათში გაკეთდა, რომელშიც შერწყმას სთავაზობდა.

ვრცლად liga.net – ზე