მიმდინარე კვირაში აშშ-ის საგარეო ვალმა რეკორდულ, $38 ტრილიონს მიაღწია.

პანდემიის შემდგომ ვალის ამ მასშტაბით ზრდა ასეთ მოკლევადიან პერიოდში არ დაფიქსირებულა.

აშშ-ის საგარეო ვალმა $37 ტრილიონს სულ რაღაც 2 თვის წინ, 2025 წლის აგვისტოში მიაღწია.
ვალის ზრდის მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია თავისი ფისკალური პოლიტიკის დაცვას აგრძელებს.

ადმინისტრაციის ამჟამინდელ მიზანს ინფლაციის შემცირება და ტარიფების პოლიტიკის მეშვეობით შემოსავლების ზრდა წარმოადგენს.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, “პირველი 8 თვის განმავლობაში პრეზიდენტმა ტრამპმა ბიუჯეტის დეფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $350 მილიარდით შეამცირა, რასაც ხარჯების შეკვეცით და შემოსავლების გაზრდით მიაღწია.”