აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფართომასშტაბიანი თავდასხმა ირანის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს, - ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭომ გასაიდუმლოებული ანგარიში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის იერიშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოამზადა და მასში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებია განხილული.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში რეჟიმი საკუთარი თავის გადასარჩენად პროტოკოლის თანახმად იმოქმედებდა და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოპოზიცია კონტროლს მოიპოვებდა.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის დაზვერვას სხვა სცენარები, მაგალითად, სახმელეთო ოპერაციის შესაძლო დაწყება არ შეუფასებია.