აშშ-ის დაზვერვის დასკვნით, თეირანი აშშ-ის საზღვაო ბლოკადას კიდევ ოთხი თვის განმავლობაში გაუძლებს. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით,  სამხედრო ოპერაციამ ასევე ვერ აიძულა ირანის ლიდერები, კაპიტულაციაზე წასულიყვნენ.

ამის შესახებ აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელიც სადაზვერვო სააგენტოს დასკვნას გაეცნო.

დაზვერვის ანალიზი მიუთითებს, რომ, მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, კონფლიქტი სპარსეთის ყურეში, შესაძლოა, მალე არ დასრულდეს.

„როიტერი“ წერს, რომ ჰორმუზის სრუტეში და მის სიახლოვეს
ბოლო დღეებში მასშტაბური შეტაკებები დაფიქსირდა.

თავდასხმის სამიზნე გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიც.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ვაშინგტონი ელოდება თეირანის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის დასრულებას ითვალისწინებს, ვიდრე სადავო საკითხებზე, მათ შორის, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

„დღეს რაღაც უნდა გავიგოთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, თეირანი ჯერ კიდევ განიხილავს პასუხს

1tv.ge