თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, მიიღონ ზომები შავ ზღვაში გადაზიდვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ, რაც რუსეთისკენ მიმავალ თურქეთის საკუთრებაში არსებულ გემზე დრონით თავდასხმა განხორციელდა.

თავდასხმა 3 აგვისტოს მოხდა. გემის – Nadezhda–ს ბორტზე ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა. გაზეთ Cumhuriyet–ის ცნობით, გემს სამსუნიდან ნოვოროსიისკში ახალი ბოსტნეულსა და ხილი გადაჰქონდა. თავდასხმის შემდეგ, ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა.

გემის კაპიტანი, იალჩინ შაჰინი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა უკრაინულმა დრონებმა განახორციელეს. სულ, მისი თქმით, გამოყენებული იქნა „ექვსი ან შვიდი“ დრონი. 

უწყების განცხადების თანახმად, თუ პრევენციული ზომები არ იქნება მიღებული, შავ ზღვაში კონფლიქტის ესკალაციას მრავალმხრივი უარყოფითი შედეგები ექნება, სურსათის უვნებლობაზე გავლენის ჩათვლით.

ვრცლად rbc – ზე